საგარეჯოში პოლიციელების ცემაში ბრალდებულთა წრე გაიზარდა -დაკავებულია კიდევ ერთი პირი

09.01.22 15:21
საგარეჯოში პოლიციელების ცემაში ბრალდებულთა წრე გაიზარდა -დაკავებულია კიდევ ერთი პირი

საგარეჯოში პოლიციელების ცემაში ბრალდებულთა წრე გაიზარდა. სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. სამივე პირს, რომელთა შორის, ერთი არასრულწლოვანია, ბრალი უკვე წარედგინათ.

ხელჩართული ჩხუბი სამართალდამცველებსა და ახალგაზრდებს შორის  შობა დღეს საგარეჯოს ცენტრში მოხდა. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი. ერთ-ერთს თავი შუშის ბოთლით  აქვს გატეხილი. 

ადგილობრივების ინფორმაციით,  საგარეჯოელი ახალგაზრდების  ჯგუფის უკმაყოფილება ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის დაკრძალვის დღეს ქალაქში საზეიმო ღონისძიების გამართვამ გამოიწვია. სავარაუდოდ, ნასვამი ახალგაზრდები კულტურული ღონისძიების მსვლელობისას სცენაზე ავიდნენ და გამომსვლელებისთვის ხელის შეშლა სცადეს. სწორედ ეს გახდა ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების მიზეზი.