კოვიდაფეთქება ქვეყანაში - ტესტირების ცენტრებთან მოქალაქეების გრძელი რიგებია

10.01.22 11:03
კოვიდაფეთქება ქვეყანაში - ტესტირების ცენტრებთან მოქალაქეების გრძელი რიგებია

საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელების პიკია. კოვიდ ტესტირების ცენტრებთან მოქალაქეების გრძელი რიგებია.  ბოლო 24  საათია ლაბორატორიებთან მანქანების და პაციენტების ნაკადი არ წყდება.  განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ზამთრის კურორტებზეა.  სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ომიკრონის გავრცელება ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს გამოიწვევს. 

ომიკრონის გავრცელება მოსალოდნელი იყო ამ ტემპით, ჩვენ რეალურად არანაირი დაცვის საშუალება არ გვაქვს, არ ვიყენებთ ნიღბებს, არ არის ორგანიზებული ვაქცინაცია შესაბამისი რაოდენობით ამიტომ მისი მასიური გავრცელება იქნება და გარკვეული გამოწვევის წინაშე დააყენებს ჯანდაცვის სისტემას", - ამბობს ვახტანგ კალოიანი. 

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის 2 953 შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 31 ადამიანი 

მსგავსი სიახლეები