საქართველომ Pfizer-ს კოვიდის წამლები შეუკვეთა - ღარიბაშვილი
საქართველო კომპანია "ფაიზერისგან" ვაქცინის შემდეგ კოვიდის წამალს ელოდება. ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
დაწყებულია მორიგი ტალღის აღმასვლა. ვაქცინები გვაქვს ადგილზე. ჩვენ უკვე დავუკვეთეთ მედიკამენტებიც, რომელიც "ფაიზერმა" დაამზადა", - თქვა ღარიბაშვილმა.