გათავისუფლდება თუ არა გირაოს სანაცვლოდ ელგუჯა ცომაია - საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება
საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანისთვის დაკავებული ტრაილერის მძღოლის, ელგუჯა ცომაიას და მამა-შვილი წურწუმების პროცესი იწყება.
"პირველების" ინფორმაციით, ელგუჯა ცომაია პროკურატურასთან საპროცესო გარიგებას დათანხმდა. გამორიცხული არ არის, ის დღეს სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.
თავად ცომაიას ოჯახის წევრები და ადვოკატები მედიასთან ვრცელ კომენტარს არ აკეთებენ.