საქართველოში „ომიკრონის“ 816 შემთხვევაა დადასტურებული

10.01.22 11:53
საქართველოში „ომიკრონის“ 816 შემთხვევაა დადასტურებული

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 816 შემთხვევა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2953 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი.