რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა
85 წლის ასაკში პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა.
ამაშუკელი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.