პროტესტის 162-ე დღე-პოლიციამ რიონის ხეობა გადაკეტა

05.04.21 11:29
პროტესტის 162-ე დღე-პოლიციამ რიონის ხეობა გადაკეტა

რიონის ხეობა დილიდან სამართლადამცველების ალყაშია. პოლიციას გადაკეტილი აქვს შესასვლელები და ტერიტორიას რიონის ხეობის მცველებისგან იცავს. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებს კარვები აქვთ გაშლილი და ადგილის დატოვებას არ აპირებენ. ისინი კვლავ იმ აზრზე არიან, ამბობენ,რომ ჰესის მშენებლობის უფლებას არ მისცემენ.

უკვე მესამე დღეა, რიონის ხეობის გზა აქვს გადაკეტილი პოლიციას.  აქტივისტები ამბობენ, პოლიციის ქმედება კანონსაწინააღმდეგოა. სამართალდამცველებს არა აქვთ უფლება, ხეობის მცველები ადგილზე არ შეუშვან. აქტივისტები აპირებენ, კარვები კიდევ დაამატონ. დღეს ადამიანები, ვინც ნამახვანჰესისის მშენებლობას აპროტესტებენ, კარვებში 162-ე დღეს გაატარებენ.