ექსკლუზივი - აქცია ნასაკირალის უღელტეხილზე - ადგილობრივები გადათხრილ გზებს აპროტესტებენ

11.01.22 12:35
 ექსკლუზივი - აქცია ნასაკირალის უღელტეხილზე - ადგილობრივები გადათხრილ გზებს აპროტესტებენ

ტვ პირველის ექსკლუზივი- აქცია ნასაკირალის უღელტეხილზე. ადგილობრივები გადათხრილ გზებს აპროტესტებენ. არსებული ინფორმაციით, "ოცნების" ხელისუფლებას მსოფლიო ბანკიდან აღებული სესხით გურიის რეგიონში გზები უნდა დაეგო, თუმცა ტერიტორია ამ დრომდე გადათხრილია.

პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას ცენტრალური გზების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი 59 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებენ და საკითხის დროულად მოგვარებას ითხოვენ. მათი თქმით, თვეების განმავლობაში არ არსებობს არცერთი ორგანო, რომელიც ჩინური კომპანიის მუშაობას გააკონტროლებს. 

დაანგრიეს გზა და ხალხი გაამწარეს, მოკლედ. რომ გაწვიმდება, აქ ვერ გაივლი. არჩევნების წინ გადათხარეს და ასე მიატოვეს, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ცოტა ხნის წინ ადგილზე პოლიციამ ოპოზიციის ორი წარმომადგენელიც დააკავა. დაკავების მიზეზებს სამართალდამცველები არ განმარტავენ.