საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

11.01.22 10:50
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

საფრანგეთში საქართველო მოქალაქე მოკლეს. სისხლიანი გარჩევა შობის ღამეს მოხდა. საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად არაბმა დანით დაჭრა.

25 წლის ალექსი გოგუას უცხოელთან შელაპარაკება  მობილური ტელეფონის  გამო მოუწია. უცხოელი საქართველოს მოქალაქეებისთვის მობილურის მოპარვას ცდილობდა.

დაშავებულს მარსელის საავადმყოფოში ექვსს საათიანი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

გოგუა ჩხოროწყოდან მარსელში რამდენიმე თვის წინ მეუღლესთან ერთად წავიდა.  

მსგავსი სიახლეები