"ომიკრონი" იანვრის მეორე ნახევრიდან გახდება დომინანტური ვარიანტი - კულუმბეგოვი
ექიმების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის ახალი ვარიანტი, "ომიკრონი" დომინანტური რამდენიმე დღეში გახდება. იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უფრო უნდა გააქტიურდეს და მოქალაქეები აიძულოს, რომ რეგულაციები აღრსრულდეს.
"ომიკრონი" ძალიან მალე, იანვრის მეორე ნახევრიდან იანვრის ბოლომდე გახდება დომინანტური ვარიანტი. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ორჯერადად ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციისგან იცავს ადამიანს 65%-ით, მესამე დოზის დამატება 85%-მდე ზრდის. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს მაქსიმალური აღსრულების მექანიზმები, რაც არსებობს ძალიან კარგი რეგულაციები, მოსთხოვოს მოქალაქეებს, რომ ეს არის მათი გარანტი ჯანმრთელობის და დანარჩენი მოსახლების არგაღარიბების ერთადერთი გზა. თუ ჩვენ ჩავიკეტებით ყევლანი დავზარალდებით", - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.