ჯარისკაცების წამების ბრძანებას ხელმძღვანელები გასცემდნენ - ბრალდებულის დის ექსკლუზიური ინტერვიუ "პირველებთან"

11.01.22 11:08
ჯარისკაცების წამების ბრძანებას ხელმძღვანელები გასცემდნენ -  ბრალდებულის დის ექსკლუზიური ინტერვიუ  "პირველებთან"

იაღლუჯას ბაზაზე ჯარისკაცების წამების საქმეზე "ტვ პირველთან" დუმილს იაღლუჯას ცვლის უფროსი,  ბრალდებული გოგიტა ბიჩელაშვილის და არღვევს. გოგიტა ბიჩელაშვილის მტკიცებით,  წვრთნების მონაწილეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის დავალებებს ხელმძღვანელები გასცემდნენ. ბრალდებულის გზავნილები  "ტვ პირველს" ბიჩელაშვილის დამ გააცნო. მისი თქმით, ტუალეტების ხეხვა და წამების სხვა მეთოდები თავად ხელმძღვანელობამ დანერგა. 

მაგათი დანერგილი იყო იმიტომ, რომ თვითონ ბრძანებას როგორც გასცემდნენ ესენი ვალდებულები იყვნენ, უნდოდათ თუ არ უნდოდათ, რომ გაეკეთებინათ. როგორც ვიცი აქვთ ჩანაწერები,  ჩანაწერებში არის ისეთი რაღაცეები, რომ მოსამართლემ რომ მოისმინოს, გოგიტას იმ დღესვე გაათავისუფლებენ.  ჩანაწერებში არის გოგიტას როგორ უგზავნიან ხელმძღვანელები პირებს და ეუბნებიან, რომ რას აპირებ, თავს ხო არ იკლავ.ყველაფერი დალაგებულიაო, არაფერი არ ილაპარაკოო, რასაც გეტყვიან ის თქვიო, საპროცესოს გაგიფორმებენ და გამოგიშვებენო", - ამბობს ჯარისკაცის ოჯახის წევრი. 

ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ 21 აპრილს ინსპექტორის სამსახურის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. მას შემდეგ რაც არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სახალხო დამცველმა შეისწავლა, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის  თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.შსს-ს  თანამშრომლებს, დავით დევდარიანსა და გიორგი ბიჩინაშვილს, გამოძიება ჯარისკაცების მიმართ  არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ედავება. საქმეში ფიგურირებს ვიდეო კადრებიც და ფოტომასალა, რომელიც ბრალდებულების ტელეფონიდან ამოიღეს.  

გამოძიების მიხედვით,  დასჯის რამდენიმე მეთოდი გამოიყენებოდა: ცემა ჩაფხუტით და მძიმე ჯავშან ჟილეტით, დაჩოქილი 11 საათი ყოფნა, კბილის ჯაგრისით ტუალეტის ხეხვა.

მსგავსი სიახლეები