ბიძინა ივანიშვილმა ჩვენთან ბრძოლა წააგო - მამუკა ხაზარაძე

11.01.22 10:54
ბიძინა ივანიშვილმა ჩვენთან ბრძოლა წააგო - მამუკა ხაზარაძე

როგორადაც არ უნდა დასრულდეს დღევანდელ პროცესი, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენთან ბრძოლა წააგო, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, საქალაქო სასამართლოში მისვლისას განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ქვეყნის საკეთილდღეოდ ბრძოლა გრძელდება. 

როგორადაც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო. წააგო იმიტომ, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა, ვერ გაგვაჩერა და უფრო მეტი მოტივაცია მომცა პირადად მე და ჩემს თანაგუნდელებს, ბადრის, რა თქმა უნდა, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას. ეს არის შოუ დადგმული მის მიერ და მისი დამქაშების მიერ იმისთვის, რომ გადაიფაროს ის მძიმე მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია. ეს არის სიღატაკე, გაჭირვება, ემიგრაცია. არ ეხება საკითხი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყანას ჩვენ აუცილებლად თქვენთან ერთად დავაყენებთ ფეხზე, - თქვა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

 

მსგავსი სიახლეები