კორონავირუსის საგანგაშო მაჩვენებელი - რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საკოორდინაციო საბჭო
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში წლის პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საბჭოს სხდომას პირველად ესწრება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი. რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საბჭო და დაწესდება თუ არა შეზღუდვები, მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის საქართველოში „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი კი ბოლო 24 საათში გაორმაგდა. ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის შემთხვევა 5 486 გამოვლინდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 46 ადამიანი.