"ფულის გათეთრება არ მომხდარა" - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

11.01.22 11:26
"ფულის გათეთრება არ მომხდარა" - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

"ფულის გათეთრება არ მომხდარა" - საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე პოლიტიკურ მართლმსაჯულებას აპროტესტებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოაცხადოს. 

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება.