"ომიკრონის" გავრცელება უკავშირდება საახალწლო დღეებში მობილობის მომატებას - გაბუნია

11.01.22 11:35
"ომიკრონის" გავრცელება უკავშირდება საახალწლო დღეებში  მობილობის მომატებას - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის, "ომიკრონის", შემთხვევების ზრდა საახალწლო დღესასწაულებზე გაზრდილ მობილობას უკავშირდება.  

"ომიკრონის" ცირკულაცია მზარდია, დღეს შემთხვევების რაოდენობა მაღალია, გარკვეულწილად გამოწვეულია მობილობის მომატებით საახალწლო დღეებში. თავის როლს თამაშობს "ომიკრონის" შტამის სწრაფი გავრცელება, რაც არის შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის და პაციენტების დიდი ნაწილი რჩება ბინაზე, აქვთ მსუბუქი სიმპტომები", - თქვა გაბუნიამ.