ხმაური სასამართლოში - მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე დარბაზიდან გააძევა

11.01.22 11:53
ხმაური სასამართლოში - მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე  დარბაზიდან გააძევა

ხმაური ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესზე - მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა. ინციდენტს წინ "ლელოს" ლიდერსა და პროკურორებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ხაზარაძის გაღიზიანება პროკურორის რეპლიკას მოჰყვა. "ლელოს" ლიდერმა ბრალდების მხარე სიცრუეში დაადანაშაულა. 

აღნიშნული ინციდენტის გამო მამუკა ხაზარაძეს დღეს საბოლოო სიტყვით სარგებლობის საშუალება არ ექნება. 

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში პროცესი გრძელდება. 

 

მსგავსი სიახლეები