მოსამართლეს პოლიტიკურად შეკვეთილ გადაწყვეტილებას დაუდებენ- სალომე სამადაშვილი

11.01.22 12:06
მოსამართლეს პოლიტიკურად შეკვეთილ გადაწყვეტილებას დაუდებენ- სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძეს ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოტანა შეუკვეთა. სამადაშვილის თქმით, გამამტყუნებელ განაჩენს  ქვეყნის შიგნით და გარეთ მძიმე შედეგები მოჰყვება. 

გადაჭარბების გარეშე შიეძლება ითქვას, რომ დღეს ამ პრომცესის დასარულებას ძალიან ბევრი ადამიანია ელოდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ჩვენი ქვეყნის გარეთ, იმიტომ, რომ მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, საიდან დაიწყო საერთოდ ეს საქმე. ეს საქმე, პირველ რიგში, უკავშირდება იმ გეო-პოლიტიკური პროექტის ჩაშლას, რასაც ჰქვია ანაკლიის პორტი. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ სწორედ რუსეთის ინტერესებში იყო ის, რომ პორტი არ აშენებულიყო, ამიტომ ამ საქმის მნიშვნელობა სცდება მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმის ან თუნდაც პოლიტიკური დევნის შემთხვევას და აქვს ბევრად უფრო ფართო შედეგები გეოპოლიტიკური. ამ მოსამართლეს, რომელიც დღეს იღებს გადაწყვეტილებას, მე მესმის, რომ მას დაუდებენ პოლიტიკურად შეკვეთილ გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება ძალიან სერიოზული რეაქცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, - თქვა სამადაშვილმა. 

ხაზარძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშც მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული დღეს მოსამართლე  გიორგი არევაძემ განაჩენი გამოიტანოს.