ოზურგეთის მერის თანაშემწე ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

11.01.22 12:20
ოზურგეთის მერის თანაშემწე ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ოჯახური ძალადობის ბრალდებით ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის, თანაშემწე, არჩილ ყაზაიშვილი, დააკავეს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტის შესახებ "პირველებს" მერიის პრესსამსახურმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით,  ყაზაიშვილის მხრიდან ოჯახურ ძალადობას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზაიშვილი 126 პრიმა მუხლითაა დაკავებული. ავთანდილ თალაკვაძემ ყაზაიშვილი თანაშემწედ ერთი თვის წინ დანიშნა, მანამდე იგი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 

ჯერჯერობით უცნობია აღიარებს თუ არა ბრალს თავად დაკავებული.

მსგავსი სიახლეები