მივცემ შესაძლებლობას, რომ დაბრუნდეს სხდომათა დარბაზში - მოსამართლე ხაზარაძეზე
თიბისი ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით სარგებლობის უფლება მიეცემა. ამის შესახებ გაადწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლემ შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოაცხადოს.
ცოტა ხნის წინ პროკურორთან სიტყვიერი დაპირისპირების გამო მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა.