10 წელი მკვლელობისთვის - გიორგი მენაბდე დათუნა სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

11.01.22 13:09
10 წელი მკვლელობისთვის - გიორგი მენაბდე დათუნა სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე დამნაშავედ ცნეს. მღვდლის შვილი მოსამართლემ ციხეში  10 წლითა და 6 თვით გაუშვა. განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში ბრალდებულის მამა, შიო მენაბდეც, ესწრებოდა. 

უკვე ცნობილია, რომ მოსამართლე ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

მენაბდეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები