თებერვლის პირველ დეკადაში დღიურად შეიძლება იყოს 60ათასამდე შემთხვევა - გამყრელიძე კორონავირუსის რეკორდულ გავრცელებაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, თებერვლის პირველ რიცხვებში ინფიცირების მაჩვენებლის რაოდენობა შესაძლოა, რეკოდრულად გაიზარდოს და დღიურად შეიძლება, 60 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდეს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ჩვენ შეიძლება, პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება, იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც გამოვლინდება დაახლოებით 20-30%. შეიძლება, გვქონდეს დღიურად 10 000- 12 000, 15 000 შემთხვევის დატვირთვა და ძირითადი დატვირთვა მაინც ამბულატორიულ სექტორზე იქნება, მაგრამ კლინიკებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთდროულად გვქონია მაქსიმუმ 6 500- 7 000-მდე შემთხვევა", - ამბობს გამყრელიძე.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 486 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.