"ეს არის პოლიტიკური შეტევა დაკვეთილი ამ ქვეყნის დირექტორის, ივანიშვილის მიერ" - მამუკა ხაზარაძის სიტყვა სასამართლოზე
"ეს არის პოლიტიკური შეტევა დაკვეთილი ამ ქვეყნის დირექტორის, ივანიშვილის მიერ", - ამის შესახებ მამუკა ხაზარძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. "თიბისი" ბანკის დამფუძნებელმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა და იმ პოლიტიკურ დევნასა და შეტევაზე ისაუბრა, რომელიც მათ მიმართ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ხორციელდება.
ჩვენი სასამართლო პროცესი დაიწყო სწორედ მა შემდეგ, რომცა მე და ბადრი ჯაფარიძემ გამოვაცხადეთ პოლიტიკური მოძრაობოს დაფუძნების შესახებ. ძალიან საინტერესპო დამთხვევაა. ჩვენზე შეტევა დაიწყო მაშინ, როდესაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტის დაფინანსებას, 400 მილიონ დოლარს, 4 ყველაზე დიდ მსოფლიო ბანკთან. სწორედ მაშინ მივიღეთ ჩვენ იმდროიდენლი პრემიერი გახარიასგან მუქარის წერილი. როგორც პირდაპირ წერია, რასაც ახლა ჩვენ პირადად ვესწრებით, ანუ ჩვენ რეპუიტაციის შელახვის კამპანია, ტვ პირველის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ტვ იმედის ტრენდზე დაჯდომა და ა.შ. აი, ეს იწვევს განცდას, დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური შეტევა დაკვეთილი ამ ქვეყნის დირექტორის, ბატონი ივანიშვილის მიერ, რომელმაც ერთხელ გულწრფელად მითხრა, " რომ მე რუსეთში ვიყავი და შენ როგორ მოახერხე ამ არეულ ქვეყანაში ასეთი სისტემის შეექმნაო?". მართალია, იმიტომ, რომ მან არ იცის როგორ შეიძლება პატიოსნად და ევროპულად ააშენო ბიზნესები, იმიტომ, რომ მას ეშლება ბიზნესი და ფულის კეთება, - თქვა ჯაფარიძემ.
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლემ შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოაცხადოს