დღეს მთავარი პროკურორიც, შს მინისტრიც და სუსის ხელმძღვანელიც ბიძინაა - მამუკა ხაზარაძე
დღეს მთავარი პროკურორიც, შს მინისტრიც და სუსის ხელმძღვანელიც ბიძინაა, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც მშვიდობიანი გზით აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
მე ძალიან მკაფიოდ ვთქვი ჩემს დასკვნით სიტყვაში, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ეს არის დევნა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში არტ განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესს. თუ გეო-პოლიტიკას გადახედავთ და გადახედავთ რაც ხდება ყაზახეთში, რაც მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანში, უკრაინაში და ა.შ. ბუნებრივია, რომ ანაკლიის პროექტი იყო საკმაოდ დიდი პრობლემა ხელისუფლების. ეს არ არის ეროვნული ხელისუფლება, სამწუხაროდ, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს, ამიტომ ჩვენყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობიანად შევცვალოთ ხელისუფლება. დღეს მთავარი პროკურორი არის ბიძინა, მთავარი მოსამართლე არის ბიძნა, შსს მინისტრი არის ბიძინა და სუს-ის ხელმძღვანელი არის ბიძინა, აი, ეს არის დღეს რეალობა. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება, - განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოშ ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესზე ბრალდებულებმა სასამართლოს ბოლო სიტყვით მიმართეს. მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენს ხვალ 11:00 გამოაცხადებს.