ვფიქრობთ, რომ სასამართლო ხვალ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს - პროკურორი

11.01.22 14:26
ვფიქრობთ, რომ სასამართლო ხვალ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს - პროკურორი

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორი დარწმუნებულია, რომ ხვალ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, მტკიცებულებებს საბანკო გადარიცხვები და ბანკის თანამშრომლების ჩვენებები წარმოადგენს. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხვალ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით. არა ერთი პირდაპირი მტკიცებულებაა წარმოდგენილი. მათ შორის არის მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებში იგულისხმება ბანკის თანამშრომლების ჩვენებები. ასევე, ეროვნული ბანკის შემოწმების, აუდიტის წარმომადგენლების ჩვენებები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის წარმომადგენლების ჩვენებები, საბანკო გადარიცხვები, დოკუმენტური მტკიცებულებები  და ერთობლიობაში ყველა ეს მტკიცებულება აღებუოლი უტყუარად ადასტუირებს, რომ სახეზეა ჩადენილი დანაშაული, - თქვა პროკურორმა. 

ბრალდების მხარის განმარტებით, საქმეში დაზარალებული მხარე ბანკია. 

ამ შემთხვევაში ზიანი მიადგა ბანკს, ვინაიდან აღნიშნული თანხები თაღლითურად მიისაკუთრეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთანდილ წერეთლის მონაწილეობით. დაზარალებული ჰყავს საქმეს, დაზარალებულია ბანკი, - განაცხადა პროკურორმა.