დაკავებული დეპუტატები ოზურგეთში - ტვ პირველმა პოლიციელის სკანდალური ჩვენება მოიპოვა

11.01.22 22:13
დაკავებული დეპუტატები ოზურგეთში - ტვ პირველმა პოლიციელის სკანდალური ჩვენება მოიპოვა

დაკავებული დეპუტატები ნასაკირალის უღელტეხილზე - ტვ პირველმა პოლიციელის სკანდალური ჩვენება მოიპოვა. სამართალდამცავმა ლევან ვაშალომიძემ ახსნა-განმარტებაში პირდაპირ მიუთითა, რომ ბესიკ ქათამაძე მათ მოთხოვანს "ბოროტად არ დაემორჩილა".

თავდაპირველად პოლიციელები დეპუტატების დაკავების ფაქტს უარყოფდნენ, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ ორივე მათგანს ბრალს სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობაში სდებდნენ. 

ნასაკირალის უღელტეხილზე საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ოპოზიციონერი დეპუტატების, ბესიკ ქათამაძის და შალვა თავდიშვილის პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ხვალ გაიმართება. ორივე მათგანი პოლიციამ ნასაკირალის უღელტეხილზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავა. ოპოზიციონერი დეპუტატები ადგილობრივებთან ერთად გადათხრილ გზებს აპროტესტებდა.