5 596 ახალი შემთხვევა, 47 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

12.01.22 11:37
5 596 ახალი შემთხვევა, 47 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 5 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი, ხოლო  2 946 გამოჯანმრთელდა. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,63%-ია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 58 109 ტესტი.