სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორი

12.01.22 12:39
სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორი

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი თქმით, მუხლის გადაკვალიფიცირების მიუხედავად, ბრალდების მხარის მტკიცებულებები სასამართლომ სრულად გაიზიარა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. სამივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ თაღლითობის ჩადენაში, დიდი ოდენობით, ჯგუფურად. სასამართლომ უბრალოდ კვლაფიციკაციის ნაწილში სხვა შეფასება მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას. მივიღებთ ჩვენ სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისათვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი დამნაშავედ,  - თქვა პროკურორმა.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსმართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის გამოცხადა. მან სამივე ბრალდებული დამნასავედ ცნო, თუმცა მუხლი გადაუკვალიფიცირა და ამჯერად ფულის გათეთრების ნაცვლად ბრალი თაღლითობაში  დასდო. არსებული მუხლი საქმის ხანდაზმულობას ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, სამივე ბრალდებული სასჯელისგან გათავასუფლებული იქნა.