ძლიერი თოვა და ქარი - 13 იანვრიდან ამინდი უარესდება

12.01.22 14:50
ძლიერი თოვა და  ქარი - 13 იანვრიდან ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგანეტოს ინფორმაციით, 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროება.

უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.