ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკებში მიღებას ამცირებს

12.01.22 15:31
ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკებში  მიღებას ამცირებს

ჯანდაცვის ახალი მინისტრის გადაწყვეტილებით, 14 კლინიკას კოვიდმიმღების სტატუსი შეუჩერდება, ასევე მცირდება კოვიდპაციენტებისთვის საწოლების რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკები   კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სრულად ვეღარ მიიღებენ. ინფიცირებული პაციენტების მიღებას ამცირებს ყველა კლინიკა.ახალი გადაწყვეტილების შესახებ  ჯანდაცვის სამინისტროდან წერილი ქვეყანაში მოქმედმა ყველა კლინიკამ მიიღო. ექიმები "პირველებს" უდასტურებენ, რომ კოვიდ პაციენტებს 17 იანვრის შემდეგ მიღებაზე უარს ეტყვიან.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პანდემიის პიკის დროს კოვიდპაციენტებისთვის მკურნალობაზე უარის თქმა დაუშვებელია. "მედგიდის" დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა მე-6 ტალღის დროსაც გაუაზრებელ  ნაბიჯებს დგამს.

იგივე შეცდომას აღარ უნდა ვუშვებდეთ, ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი დღეს როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი არის ასე დრამატულად გაზრდილი და კიდევ ვარაუდობენ და თავადვე გვეუბნებიან, რომ ნახტომისებურად გაიზრდება და 60 ათასამდე მიაღწევსო, ასეთ დროს შეამცირო საწოლფონდი ეს ჩემთვსი არის სრულიად გაუგებარი", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.