თბილისში შესაძლოა, უფასო სასადილოები დაიხუროს

12.01.22 17:02
თბილისში შესაძლოა, უფასო სასადილოები დაიხუროს

უფასო სასადილოები შესაძლოა, თბილისის მერიამ დახუროს. რადიო ,,თავისუფლების" ინფორმაციით, მერია გეგმავს, ცხელი კერძის ნაცვლად სოციალურად დაუცველებს კვირაში ორჯერ საკვები, მშრალი პროდუქტები დაურიგოს.

ოპოზიციას უჩნდება კითხვა, რა უნდა ქნან იმ სოციალურა დაუცველმა პირებმა, ვისაც სახლში საკვების მომზადებისთვის საჭირო პირობები, ელექტროენერგია, გაზი, არ აქვს, ან როგორ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს. 

სავარაუდოდ, საუბარია იმაზე, რომ პროდუქტებს გაატანს სახლში მერია. ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, სოციალურად დაუცველებს არ აქვთ გაზი, ელექტროენერგიის მოხმარების შესაძლებლობა, შესაბამისად, ეს ადამიანები აღნიშნულ პროდუქტს ვერ გამოიყენებენ. სოცდაუცველები იმიტომ არიან იმ ბაზაში, რომ ელექტროენერგიისა და გაზის პრობლემა აქვთ. ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, პირობებს დაუმძიმებს გაჭირვებულ მოსახლეობას. - აცხადებს ,,ენმ"-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი.

,,ნაცმოძრაობის" წევრის, სოფო ჯაფარიძის, ინფორმაციით, თბილისის მერია სავარაუდოდ, ისეთ კომპანიებთან დადებს ხელშეკრულებას, რომელთანაც ახლო ურთიერთობა აქვს.

ასეთ კომპანია უკვე დასახელდა, ეს ,,სპარია" - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

თბილისის მერიაში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ვიცე-მერ ილია ელოშვილის თქმით, ამ ეტაპზე მათი დახურვა არ იგეგმება. ელოშვილი ამბობს, მერია მუდმივად აწარმოებს ბაზრის კვლევას და პროდუქტებით სოცდაუცველების მომარაგება მხოლოდ პროექტია.

ტენდერები გამოცხადებულია და არანაირი შეწყვეტა ტენდერების ამ ეტაპზე არ იგეგმება. რაც შეეხება დამატებით კვლევებს, რასაც ჩვენ, მერია, მუდმივად ვატარებთ, ეს ეხება მშრალ კვებას და პროდუქტების უმი სახით დარიგებას, მაგრამ ეს მხოლოდ პროექტია და ბაზრის კვლევაც გაკეთდა მხოლოდ გამოკვლევის სახით.

ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება, რომ შეიცვალოს უფასო სასადილოების პრაქტიკა, არ არსებობს.- განაცხადა ვიცე-მერმა, ილია ელაშვილმა.

რადიო ,,თავისუფლების" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ თბილისის მერია აპირებს, კონტრაქტი გაუფორმოს ერთ კონკრეტულ კომპანიას, რომელიც სოცდაუცველებს კვირაში ორჯერ საკვები პროდუქტებით მოამარაგებს. 

მსგავსი სიახლეები