"თავისუფლება ლექსო რაფავას!" - პროტესტი ქუთაისის სასამართლოსთან
ბიძინა ივანიშვილის გინების გამო დაკავებულ ყოფილ პოლიციელს სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვის საშუალებას ისევ არ აძლევენ. ლექსო რაფავას სასამართლოში ეტაპირებაზე უარს ეუბნებიან. თავად რაფავა კი ონლაინ ფორმატში პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებს.
ამ წუთებში ქუთაისის სასამრთლოსთან, სადაც რაფავას პროცესი იმართება, ხალხმორაველობაა. რაფავას მხარდამჭერები დაკავებულს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. შეკრებილების მტკიცებით, რაფავა "ქართულმა ოცნებამ" სამაგალითოდ დასაჯა, რადგან ის "ნაციონალური მოძრაობის" მხადამჭერია.
შიშველი გაიტაცეს ლექსო თავის საკუთარი ბინიდან, ჩხრეკასაც კი არ დაასწრეს ისე გაიტაცეს. მერე მოხდა მისი დაკავება, ჯერ იყო გატაცება და მერე იყო მისი დაკავება., მინდა, რომ ლექსო სასამართლო პროპცესზე იყოს წარდგენილი და თვითონ დაამტკიცოს, რომ არის უდანაშაოლო. ლექსო არის პოლიტიკური პატიმარი. იდევნება, დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით. არის ენმ-ს აქტიური წევრი და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
პოლიტიკური ედვნაზე საუბრობს ოპოზიციას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ხელისუფლება რაფავას განსხვავებული აზრის გამო სჯის.
ჩვეულებრივი კლასიკური მაგალითია როგორ სჯიან ადამიანებს წინასაარჩევნოდ და როგორ სჯის "ქართული ოცნება" ყველა იმ ადამიანს, რომელსაც კრიტიკული აზრი აქვს და რა თქმა უნდა, ჩაბმულია ოპოზიციის სასარგებლოდ. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ობიექტური სასამართლო. იმ შემთხვევაში თუ ყველა მტკიცებულებებს გაითვაოლისწინებს, მაშუნ უნდა დასაჯოს ყველა ის პოლიციელი, რომელმაც ჩაიდინია უკანონობა, ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი ფაქტი, - თქვა დეკანოიძემ.
ლექსო რაფავას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას ედავება. ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციამ წინასაარჩევნო პერიოდში დააკავა. ლექსო რაფავას დაკავებაზე ხობის პოლიციამ უარი თქვა, ამიტომ სპეცრაზმი ქუთაისიდან ჩაიყვანეს და ტანსაცმელ შემოხეული რაფავა სენაკის პოლიციაში წაიყვანეს.