რეზო ამაშუკელი იყო ბობოქარი სულის დიდი პოეტი - ილია მეორე

13.01.22 15:31
რეზო ამაშუკელი იყო ბობოქარი სულის დიდი პოეტი - ილია მეორე

საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს და წერს, რომ ის ბობოქარი სულის დიდი პოეტი იყო, რომელიც წარუშლელად დარჩება მეხსიერებაში.

"საქართველოს გულშემატკივარი, სამშობლოს მოჭირნახულე, დაუღალავი ბატონი რეზო (რევაზ) ამაშუკელი დღეს სამზეოს ტოვებს. მისი ბასრი სიტყვა და მკვეთრი პოზიცია იმ რეალობასთან შეჯახების შედეგი იყო, რომელიც გულწრფელად არ მოსწონდა.

მართალია, მისი პოზიციისადმი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს განსხვავებული აზრი ჰქონდა, მაგრამ, ალბათ, ყველა, ვისაც კი სამართლიანობის გრძნობა და ლიტერატურის სიყვარული აქვს, აღიარებს, რომ იგი იყო ბობოქარი სულის დიდი პოეტი, რომელიც გამორჩეული გარეგნობით, ძლიერი ხმითა და თავისი შესანიშნავი ლექსების დეკლარირებით წარუშლელად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი რეზოს (რევაზის) უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა", - წერია პატრიარქის სამძიმარში.

რეზო ამაშუკელი  10 იანვარს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოეტის  სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში იმართება.

მსგავსი სიახლეები