"ომიკრონის" 777 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა - გამყრელიძე
"ომიკრონის" 777 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორიმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, კვირის ბოლოს დადებითი შემთხვევების 60%-მდე ე.წ. "ომიკრონის" დადასტურებული შემთხვევები იქნება.
1009 არის დადასტურებული, მაგრამ ჩვენ უკვე ლაბორატორიებს მივეცით მითითება, რომ შერჩევითად გამოგზავნონ საეჭვო შემთხვევები. დაახლოებით აგზავნიან საერთო შემთხვევების 10%-დან 20%-მდე. იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა და ის მერყეობს უკვე იმ ნიშნებით, რომ ჩვენ ეჭვი მიგვაქვს შეიძლება თუ არა ეს იყოს "ომიკრონი", ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს აცდა. ცირკულაციაში "ომიკრონის" რაოდენობა უკვე 45%-დან რასაც ვამბობდით, ზემოთ მიდის და ალბათ ამ კვირის ბოლოს, ჩვენი გათვლებით, ის იქნება 60%-მდე მთლიანად დადებითი შემთხვევების," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი.