გამტაცებელი რომ ვყოფილიყავი სააკაშვილს კი არა, ივანიშვილს გავიტაცებდი - ელგუჯა ცომაია პროცესზე

13.01.22 17:06
გამტაცებელი რომ ვყოფილიყავი სააკაშვილს კი არა, ივანიშვილს გავიტაცებდი - ელგუჯა ცომაია პროცესზე

საზღვრის კვეთის საქმე -  საქალაქო სასამართლოში პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მიხეილ სააკაშვილის შემდეგ სასამართლოს ჩვენება ელგუჯა ცომაიამ მისცა.  პროცესზე ცომაიამ დეტალურად გაიხსენა ის გზა, რომლითაც პრეზიდენტი სამშობლოში დააბრუნა. ბრალდებულმა პირდაპირ თქვა, რომ "ქართული ოცნების" მიერ დევნილი პრეზიდენტისთვის არც საკუთარი ბინის დათმობას ნანობს.

გაზში გაგვჩერა პატრულმა. გვათვალიერებდა მეც, მიხელ სააკაშვილსაც და ვნერვიულობდი, კაცი აგერ გვერდით მიზის, მაგრამ უკანა ნათურები არ გინათებსო და ჯარიმას გამოგიწერო. გულში ვფიქრობ, შენ გაგახარა ღმერთმა!, - თქვა ცომაიამ. 

პროცესზე პროკურორმა ცომაიას ჰკითხა, გაიტაცა თუ არა მან მიხეილ სააკაშვილი, რაზეც ბრალდებულმა ხუმრობით უპასუხა, რომ სააკაშვილის გატაცებას, ივანიშვილის გატაცებას ამჯობინებდა. 

თუ ასეთი მომტაცებელი ვიყავი, მიხეილ სააკაშვილს არ მოვიტაცებდი, ივანიშვილს მოვიტაცებდი, იმას აქვს ფული, - თქვა ცომაიამ.

სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა სააკაშვილის თანამზრახველად გამოცხადებულ ცომაიას მადლობა გადაუხადეს და ბოდიში მოუხადეს.

საზღვრის კვეთის საქმეზე ცომაიასთან ერთად კიდევ სამი ბრალდებულია. მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე, თუმცა მათი აღიარებითი ჩვენებები დაცვის მხარემ სადავო არ გახადა.