იყო თუ არა კანონიერი სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელება - მოსამართლე გაადწყვეტილებას 17 იანვარს გამოაცხადებს

13.01.22 17:28
იყო თუ არა კანონიერი სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელება - მოსამართლე გაადწყვეტილებას 17 იანვარს გამოაცხადებს

კანონიერი იყო თუ არა სააკაშვილის პერსონალური მონაცემების და ვიდეოკადრების გასაჯაროვება - საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე 17  იანვარს გამოაცხადებს. დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ყველა მხარეს მოუსმინა. საკუთარი პოზიციის არგუმენტირებას  პენიტენციური სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატიც შეეცადა. 

მსჯელობა საქალაქო სასამართლოში 5 საათს გაგრძელდა.

საჯარო ინტერესი საგანს წარმოადგენდა უშუალოდ ჯანმრთელობოს მდგომარეობა და არტა მის მიერ პენიტენციური დაწესებულების მარაზიაში შეძენეილი და მხომარებული პროდუქტების სახეობა და რაოდენობა. აქედან გამომდინარე, მონაცემები გასაჯაროვდა იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე აუცილებელი იყო შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად, ხოლო ამ მოცულობით მონაცემტა გასაჯაროვებას არ გააჩნია კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი. გავრცელებული იყო არაზუსტი ინფორმაცია მიხეილ სააკაშილის შიმიშლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საზოგადოებაში აჩენდა განცდას, რომ მისი შიმშილობის პროცესი იყო მოჩვენებითი, - განაცხადა პროცესზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა. 

საქმე ეხება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც პენიტენიციურ სამსახურს და იუსტიციის სამინისტროს მესამე პრეზიდენტის ვიდეოკადრების გასაჯაროვების გამო ჯარიმა დააკისრა, სასამართლომ კი აღნიშნული ჯაირმები გააუქმა. 

მსგავსი სიახლეები