საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესი - კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრებები დაიწყო
საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესი - პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრება უკვე დაიწყო. ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველი ცოტაა, რაც ამ პროცესის მიმართ უნდობლობის განცდას აჩენს.
ცეკოს თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს. კანდიდატებს შორის არის ცეკოს მოქმედი თვამდჯომარე, გიორგი კალანდარიშვილიც.
ცესკოს თვამდჯომარეობისთის იბრძოლებს არასამთავრობო ორგანიზაცია 20/20-ის ხელმძღვანელი თენგო თევზაძე. თევზაშის თქმით, პროცესის მიმართ დაბალი სანდოობა აქვს, თუმცა ყველაფერს გააკეთებს, რათა შემდეგი არჩევნები ქვეყანაში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.
ვფიქრობ, რომ რეალურად, არჩეული უნდა იყოს ნეიტრალური კანდიდატი, რომელსაც როგორც არჩევნების მომზადების ასევე გამართვასთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც არ იქნება შენიშვნები. აუცილებლად უნდა გაიზარდოს საარჩევნო ადმინისტრაციის ნდობა როგორც საზოგადოებაში ასევე, პოლიტიკურ პარტიებში, - თქვა თევზაძემ.
ცესკოს თავმჯდომარეობის და კანდიდატთა შერჩევის პროცესს "ფარსს" უწოდებს მესამე სექტორიც და პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
თავად კომისიის წევრები, რომლებიც პრეზიდენტის სასხლეში კანდიდატებთან გასაუბრებას აწარმოებენ, ამბობენ, რომ კანდიდატებს მათი კომპეტენციის და პოლიტიკური ნეტრალიტეტის მიხედვით შეარჩევენ.