უამინდობა თბილისში - ძლიერი ქარის გამო, აეროპორტში ფრენები შეფერხდა

14.01.22 11:26
უამინდობა თბილისში - ძლიერი ქარის გამო, აეროპორტში  ფრენები შეფერხდა

ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეფერხდა.  თვითმფრინავებმა დროულად დაფრენა უამინდობის გამო ვერ მოახერხეს და თბილისის თავზე დაფრინავდნენ. პრობლემა "თურქიშ ეარლაინსი" თვითმფრინავს შეექმნა, რომელმაც დაშვება ვერ შეძლო და პილოტები ანკარაში დაბრუნდნენ.

 ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და  რეისები შეუფერხებლად სრულდება.