სკანდალი: სინოდის წევრი დიდ ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა - მეუფე ზენონი ინფორმაციას უარყოფს

14.01.22 12:45
სკანდალი: სინოდის წევრი დიდ ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა - მეუფე ზენონი ინფორმაციას უარყოფს

წმინდა სინოდის წევრმა, მეუფე ზენომა, საქართველო დატოვა და დევნილად ჩაბარდა. ამის შესახებ  ინფორმაციას მამა პეტრე კოლხი  მამა ილია ჭიღლაძეზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, უმაღლესი რანგის სასულიერო პირმა თავშესაფარი  დიდი ბრიტანეთს სთხოვა.

უახლესი ინფორმაციით, რომელიც სარწმუნო წყარომ მომაწოდა, ქართული სამოციქულო ეკლესიიის წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი, ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა!", - წერს  პეტრე კოლხი.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ფაქტს უარყოფს. მამა ზენონი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მას თავშესაფარი არ მოუთხოვია, თუმცა საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.  მამა ზენონი არ უარყოფს, რომ სუს-ის მოსმენების მსხვერპლი თვითონაც გახდა.

რაც მოხდა ეს მრავალ ადამიანს შეეხო, ინფორმირებული იყო ევროპა, ბრიტანეთი და ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. მამა ილია ჭიღლაძემ და სხვებმაც თავის თავზე ილაპარაკონ. უახლოეს მომავალში ჩამოსვლას არ ვაპირებ", - ამბობს მამა ზენონი.

საუბარია ეპისკოპოსზე, რომელიც წლების განმავალობაში პატრიარქის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. მეუფე ზენონი წმინდა სინოდის წევრი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსია.