დევნა პოლიტიკური ნიშნით - ლექსო რაფავას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცეს
ბიძინა ივანიშვილის გინების გამო დაკავებულ ყოფილ პოლიციელს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ლექსო რაფავას საქმის წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროცესის დაწყებამდე დაცვის მხარემ და თავად ბრალდებულმა პროკურორის, კობა სირაძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. მათი თქმით, პროკურორი ობიექტურ გამოძიებას არ ახორციელებს და გამორცხული არ არის მან მოწმეებზე ზეგავლენაც მოახდინოს. მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობას განიხილავს. უფლებადამცველი ამბობს, რომ რაფავა თავს უდანაშაულოს მიიჩნევს და თვლის, რომ პოლიტიკური დევნილია.
დღეს იხილება მშტკიცებულებათ დასაშვებობის საკითხი და სასამართლო არკვევს ცნობს თუ არა თავს დამნასავედ. დაკითხვა არ ხდება დღეს. თავისთავად მას დანსაული არ ჩაუდენია და არ ცნობს თავს დამნაშავედ და გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს. დაუსაბუთებელი პატიმრობა უკავშრდება მის პოლიტიკურ შეხედულებებს და იმას, რომ ის არის მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი და ამან განაპირობა მისი ფალსიფიცირების საფუძველზე განზრახ უკანონოდ დაკავება, - თქვა ადვოკატმა.
ლექსო რაფავას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას ედავება. ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციამ წინასაარჩევნო პერიოდში დააკავა. ლექსო რაფავას დაკავებაზე ხობის პოლიციამ უარი თქვა, ამიტომ სპეცრაზმი ქუთაისიდან ჩაიყვანეს და ტანსაცმელ შემოხეული რაფავა სენაკის პოლიციაში წაიყვანეს.
თავად ბრალდებულიც და მისი ოჯახის წევრებიც ამტკიცებენ, რომ რაფავა პოლიტპატიმარია და ის "ქართულმა ოცნებამ" იმის გამო დასაჯა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია.