როდის გაიხსნება ღამის კლუბები - ეკონომიკის მინისტრს პასუხი არ აქვს

14.01.22 13:56
როდის გაიხსნება ღამის კლუბები - ეკონომიკის მინისტრს პასუხი არ აქვს

ღამის ლუბების გახსნის თარიღთან დაკავშირებით  ეკონომიკის მინისტრს პასუხი არ აქვს.   ნათია თურნავა ამბობს, რომ საკლუბო სექტორისთვის მუშაობის აკრძალვის მთლიანად მოხსნა არსებული სიტუაციის შეფასების შემდეგ გადაწყდება. გადაწყვეტილების მიღებამდე კი მომდევნო კვირიდან ობიექტები ისევ დაიკეტება.

საკოორდინაციო საბჭოზე არაერთგზის იყო განხილული ღამის კლუბების საკითხი, პრობლემა, გარკვეული კომპრომისი იყო დაშვებული საახალწლო პერიოდში. შემდეგ ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაკვირდებით თუ რა შედეგი გამოიღო ეპიდემიოლოგიურად აი, ამ დაშვებამ, როდესაც გაიხსნა კლუბები დროებით საახალწლო პერიოდში. ჩვენ ველოდებით ამ შედეგებს და ამისდა მიხედვით ქინება შემდგომი გადაწყვეტილებები მიღებული, - თქვა თურნავამ. 

მსგავსი სიახლეები