"მაგთიკომის" მუშაობა პარალიზებულია - თანამშრომლები მესამე დღეა გაფიცულები არიან

14.01.22 15:04
"მაგთიკომის" მუშაობა პარალიზებულია -  თანამშრომლები მესამე დღეა გაფიცულები არიან

სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“  ტექნიკური უზრუნველყოფის თანამშრომლები მესამე დღეა გაფიცულები არიან.

ამ დროითვის ქვეყნის მასშტაბით სერვის ცენტრები პარალიზებულია. მაგთის ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები მიზერული ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. 

ვითხოვთ ხელფასის მატებას, რომელიც არის მინიმალურ ზღვარს მიღმა. არაფერი არ არის გამოყოფილი. მატება იყო ხელფასების პანდემიამდე დიდი ხნით ადრე, იმის ხარჯზე რომ თანამშრომლები გაუშვეს. სრული ქაოსია კომპანიაში, ვაპირებთ გაგრძელებას გაფიცვის", - ამბობს "მაგთის" გაფიცული თანამშრომელი.

არსებული ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობა დათმობაზე ჯერჯერობით არ მიდის და თანამშრომელთა მოთხოვნების შესრულებაზე უარს აცხადებს. 

მსგავსი სიახლეები