"ოცნების" მორიგი ტყუილი - დაპირების მიუხედავად, გურიაში ბაღის აღმზრდელებს ხელფასები არ გაეზარდათ

14.01.22 15:15
"ოცნების" მორიგი ტყუილი - დაპირების მიუხედავად, გურიაში ბაღის აღმზრდელებს ხელფასები არ გაეზარდათ

"ქართულმა ოცნებამ" ბაღის მასწავლებლები მოატყუა - პედაგოგებს, რომლებსაც იანვრიდან ხელფასების გაზრდას ჰპირდებოდნენ, ანაზღაურება არ გაეზარდათ. გურიაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავად ხელფასები 50 % გაიზარდა, თუმცა ბაღის მასწავლებლებს ანაზღაურების გაზრდა ივნისის თვეში გადაუწია. 

ფაქტი ოპოზიციამ გააპროტესტა და კითხვაზე პასუხის მიღება ოზურგეთის ვიცე მერისგან შეეცადა, თუმცა გიორგი ღუჯუმელიძეს კონკრეტული პასუხის გაცემა გაუჭირდა. 

მთავარი კითხვა გვაქვს მარტივი 843 ბაღის თანამშრომელს როგორც ბიუჯეტში უწერიათ, 44 ბაღია, რომ დაპირდნენ ანაზღაურების მომატებას იანვრიდან, ეგო განგრძობითიაო, ჩვენო დავპირდით და როდისმე მოვუმატებთო და არ დაგვავიწყდეს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, 200 ლარად მუშაობენ ბაღის თანამშრომლები, 180, 220, 300 ლარია მაქსიმუმ მათი ანაზღაურება. მათ არ უმატებენ და ამასობაში მაგალითად, საკრებულოს თავჯდომარის 3000 ლარიანი ანაზღარურება ხდება 4500 ლარი, 2600 ლარიანი მოადგილის ანაზრარურება ხდება 3400 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარეს 50% ეზრდება და ბაღის თანამშრომლებს 20 ლარს არ უმატებენ, - თქვა "ნაციოპნალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. 

საკრებულოს "ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საბავშო ბაღების აღმზრდელებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხი ჯერ კიდევ გასუი წლის დეკემბრის თვეში საკრებულოს სხდომაზე წამოჭრეს. 

 

მსგავსი სიახლეები