კოვიდინფიცირებულების 112-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა

14.01.22 14:40
კოვიდინფიცირებულების 112-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პირებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა.

პორტალზე er.moh.gov.ge რეგისტრაცია მოქალაქეებს 112-ში სატელეფონი კონსულტაციის ნაცვლად შეუძლიათ. 

მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

მსგავსი სიახლეები