აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - დევნილების პროტესტი გრძელდება

14.01.22 15:23
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - დევნილების პროტესტი გრძელდება

ქვეყანაში დევნილთა პროტესტი გრძელდება. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საპროტესტო აქცია ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. ამ გზით ისინი ხმის მიწვდენას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის შეეცადნენ.

აფხაზეთიდან დევნილთა  პროტესტი მათი ავარიულ შენობაში შესახლებამ გამოიწვია.  მათი თქმით, აღნიშნულ შენობაში ცხოვრება საფრთხის შემცველია. დევნილები მათი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

უსაფრთხოების მიზნით ათობით ადამიანმა სანატორიუმი "ქართლი" უკვე დატოვა და გვერდით მდებარე შენობაში გადაბარგდა. 

 

მსგავსი სიახლეები