"სამარცხვინო ფაქტი იყო" - ლექსო რაფავა დაკავების დეტალებზე

14.01.22 16:21
"სამარცხვინო ფაქტი იყო" - ლექსო რაფავა დაკავების დეტალებზე

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში  ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას პროცესი დასრულდა. ბიძინა ივანიშვილის გინების გამო დაკავებულ ლექსო რაფავას საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცეს. პროცესზე მსჯავრდებულმა  დაკავების დეტალები პირველად მოყვა. ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ 21 ოქტომბრის ღამეს, როცა სახლში ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, სპეცრაზმი შეიჭრა.

არანაირი მოტივი არ იყო ჩემი აღკვეთის ღონისძიების, სამარცხვინო ფაქტი იყო, თითქოს და მე, ჩემი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოიღეს რამე, გადაჭრილი ხელთათმანები და ჩემ კრიმინალურ იმიჯს აპრავებდა სასამართლო პროცესს, რომ დაერწმუნებინა სასამართლო, თითქოს ჯგუფის წევრები მყავდა, შეცდომაში შეჰყავდა სასამართლო. ასეთი მართლმსაჯულება მე არ გამიგია, - თქვა რაფავამ სასამართლო პროცესზე.

ლექსო რაფავას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას ედავება. ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციამ წინასაარჩევნო პერიოდში დააკავა. ლექსო რაფავას დაკავებაზე ხობის პოლიციამ უარი თქვა, ამიტომ სპეცრაზმი  ქუთაისიდან ჩაიყვანეს და ტანსაცმელ შემოხეული რაფავა სენაკის პოლიციაში წაიყვანეს.

თავად ბრალდებულიც და მისი ოჯახის წევრებიც ამტკიცებენ, რომ რაფავა პოლიტპატიმარია და ის "ქართულმა ოცნებამ" იმის გამო დასაჯა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია.

 

მსგავსი სიახლეები