უბედური შემთხვევა რუსთავში - არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს
რუთავში 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდებს ბინა ჰქონდათ ნაქირავები, სადაც შეკრება უბედური შემთხვევით დასრულდა. შემთხვევა 14 იანვარს გამთენიისას, დაახლოებით, 5 საათზე მოხდა. მეზბობლების თქმით, ახალგაზრდამ თავი შეუძლოდ იგრძნო, ბინიდან გავიდა და ეზოში გონება დაკარგა.
გარდაცვალების მიზეზად მეზობლები ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას ასახელებენ.