ზუგდიდის მერიამ 50 ათასი გადაუხადა იმ პარკის მოლარეებს, სადაც შესვლა უფასოა
ზუგდიდის მერია ახალ სკანდალში ეხვევა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღში დასაქმებული მოლარეებისთვის 1 წლის განმავლობაში 50 ათასი ლარია გაცემული, თუმცა ბოტანიკურ ბაღს მოლარის შტატი არ აქვს და იქ შესვლა უფასოა.
აღმოჩნდა, რომ თანხა 6 პირზე გაიცა, თუმცა მოლარის შტატი ბოტანიკურ ბაღში არ არსებობს, რადგან შესვლა პარკში უფასოა.