გორის ჰოსპიტლის დირექტორი სამსახურიდან გაუშვეს - ეკა ხერხეულიძე
გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი სამსახურიდან გაუშვეს. ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე Facebook-ზე ავრცელებს.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი სამსახურიდან გაუშვეს. რატომო? იკითხავს კაცი...იმიტომ, რომ 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეზე ექიმებმა მიართვეს ტორტი... ასეთია რეჟიმის სახე..., - წერს ეკა ხერხეულიძე.
ჰოსპიტლის დირექტორი "ტვ პირველთან" უარყოფს, რომ ის თანამდებობიდან გაუშვეს.