რა გახდა 17 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი - პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

15.01.22 13:02
რა გახდა  17 წლის ბიჭის  გარდაცვალების მიზეზი - პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

რუსთავში  ახალგაზრდების წვეულებაზე გარდაცვლილის 17 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე. გამოკითხვების სერია რუსთავის პოლიციის განყოფილებაში დილიდან მიმდინარეობდა. წვეულებაზე მყოფი ახალგაზრდები უკვე  გამოიკითხნენ.

მეზობლების თქმით, ბინა ახალგაზრდებმა 1 ღამით ძველით ახალი წლის აღსანიშნად იქირავეს. 

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. პირველადი ვერსიით ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.

პირველადი ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი წვეულებაზე შეუძლოდ გახდა და ეზოში გავიდა, სადაც ასფიქსიით გარდაიცვალა. მეორე ვერსიით, კი წვეულებაზე დაპირისპირება მოხდა და ახალგაზრდა მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. 

მსგავსი სიახლეები