საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 41.4% სრულად ვაქცინირებულია

15.01.22 13:28
საქართველოში  მოზრდილი მოსახლეობის 41.4%  სრულად ვაქცინირებულია

15 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 603 603 აცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 306 788 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის მოსახლეობის 45.5%. სრულად ვაქცინირებულია 1 189 398 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 41.4%. „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 105 552 ადამიანს.

 14 იანვარს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით  5 631 ადამიანი აიცრა.